Logo

გურიაში საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა

პოლიტიკა
1561
Frontnews image description

გურიაში  მოსახლეობის საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა.  დაკავებულია ოზურგეთის საკრებულოს ორი წევრი. 

 

მოსახლეობა  ნასაკირალში დაუსრულებელი საგზაო სამუშაოების გაპროტესტების მიზნით გზის გადაკეტვას ცდილობდა. ადგილობრივბთან ერთად დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი საკრებულოს წევრები აპროტესტებდენ. პოლიციამ ოზურგეთის საკრებულოს წევრები ბესო ქათამაძე და შალვა თავდიშვილი დააკავა. 

 

“მილიონს იპარავს ვიღაც კორუმპირებული ქოცი და პოლიცია მაკავებს მე,  რომ ვაპროტესტებ ამას”, – განაცხადა დაკავებიდან ბესო ქათამაძემ. 

 

მოსახლეობა ნასაკირალში  ხელისუფლების ან საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის მისვლას და შეხვედრას ითხოვდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები