
ავტორი
Front News საქართველო
შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, 1983 წელს დაბადებულმა ს.ი.-მ, 2006 წელს დაბადებულმა კ.კ.-მ და 1986 წელს დაბადებულმა ს.კ.-მ, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს