Logo

გურიის პოლიციამ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამართალი
129
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაბა ურეკში მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით  მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1998 წელს დაბადებული გ.თ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ.-მ, მოწმის სახით გამოკითხვისას, ცრუ ჩვენება მისცა მძიმე დანაშაულზე "ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის საქმეზე. გ.თ-ს ჩვენება სრულად განსხვავდებოდა მისი წინა ჩვენებებისგან.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.თ. დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

Advertisement