გურიის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქცია იმართება

ავტორი
Front News საქართველო
“თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს” – ამ მოთხოვნით გურიის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ადგილობრივები აქციას მართავენ.
ადგილზე მისული მოქალაქეები აქციაზე დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მანამდე მოქალაქეები თეატრის წინ შეიკრიბნენ და მსვლელობით პოლიციის შენობისკენ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მოქალაქეები საქართველოს უკეთესი მომავლის დაცვისთვის არიან დაკავებული.
თაგები:
აქცია




