
ავტორი
Front News საქართველო
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მოზარდი დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გვიან ღამით "ჰონდას" მარკის ავტომანქანა შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადასვლა ორმა მგზავრმა მოახერხა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამი კი დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თაგები:
ავტოსაგზაო შემთხვევა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს