გურჯაანში მამაკაცმა ყოფილი სიმამრი დაჭრა

ავტორი
Front News საქართველო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ურთიერთშელაპარაკებისას 63 წლის მამაკაცი ყოფილმა სიძემ დაჭრა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.





