Logo

"გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ ჩამოვშალოთ რეჟიმი, ვიკრიბებით 13 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან"

პოლიტიკა
446
Frontnews image description

გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ ჩამოვშალოთ რეჟიმი, ვიკრიბებით 13 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე განცხადებით, შეკრება 19:00 საათზე დაიწყება.

"ანტიქართულმა რეჟიმმა, რომელიც თავს „ქართულ ოცნებას“ უწოდებს, გადაწყვიტა, დაგვაკარგვინოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ჩვენ, რომლებიც არ ვთანამშრომლობთ რეჟიმთან, არ გავურიგდით რეჟიმს, ვართ წინააღმდეგობაში და გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ ჩამოვშალოთ რეჟიმი, ვიკრიბებით 13 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. უვიზო მიმოსვლა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია, ეს არის ხელმისაწვდომი განათლება, ჯანდაცვა, ეს არის ბედნიერი ქართული ოჯახი. 

ევროკავშირი და ევროპა საქართველოსთვის ქრისტიანული ცივილიზაციაა. „ქართულმა ოცნებამ“ კი დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის არცერთი პირობა არ შეასრულა, რომელიც 31 აგვისტომდე მოგვცეს. 

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ბევრი ვიქნებით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე. თსუ-სთან გელოდებით", - განაცხადეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენლებმა.

Advertisement