“გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციის წარმომადგენლები კომპრომისულ ნაბიჯს გადადგამენ”


ავტორი
Front News საქართველო
მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან აქტუალურია დიალოგის საკითხი. გვაქვს გონივრული მოლოდინი და გულწრფელად რომ ვთქვათ, გარკვეული ინფორმაციაც კი, რომ უახლოეს დღეებში, მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, პრაგმატული წინადადებები მათ მსჯელობის საშუალებას მისცემთ.
„ისინი დააყენებენ კონკრეტულ წინადადებებს, რომლებიც იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა. იცით, რომ ეგრეთ წოდებული კომპილაციურ დოკუმენტში, რომელიც ექვს სხხვადასხვა პუნქტს შეიცავს, არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც მსჯელობა შეუძლებელია, თუმცა გარკვეული დათქმების შემდეგ, შესაძლოა, ამაზეც ვილაპარაკოთ. არის საკითხები, რაზეც დათქმების გარეშეც შეიძლება მსჯელობა. ასევე, არის საკითხები, რომლებიც უკვე მოქმედებაშია, მაგალითად, საარჩევნო რეფორმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს