“გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები დასრულდება შეთანხმების ხელმოწერით”

ავტორი
Front News საქართველო
გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები დასრულდება შედეგით, კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ხვალ კონსულტაციები გაგრძელდება.
„კონსულტაციები გრძელდება, ამ შემთხვევაშიც სამწუხაროდ, გვიწევს დეტალების გასაჯაროებისგან თავის შეკავება. ხვალ გაგრძელდება სავარაუდოდ, კონსულტაციები, ეს არის მიმდინარე პროცესი. კვლავაც ძალაშია პირობა, რომლის მიხედვითაც ჩვენ არ ვასაჯაროვებთ დეტალებს, შესაბამისად გაგვიჭირდება კონკრეტიკაზე საუბარი, თუმცა ყოველი შემდეგი შეხვედრა კონკრეტული მიმართულებებით წინ წაწევას ნიშნავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების” ლიდერებს შეხვდა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


