Logo

“გვაქვს პროგრესი, მაგრამ არ შეიძლება ვილაპარაკოთ კონკრეტულზე, ძალიან რთული იყო საკითხების განხილვა”

საზოგადოება
226
Frontnews image description

ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და რთული საუბარი გვქონდა ყველაფერზე,  – ეს განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის საელჩოში, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება.

"გვაქვს პროგრესი, მაგრამ არ შეიძლება ვილაპარაკოთ კონკრეტულზე. ძალიან რთული იყო საკითხების განხილვა, ხვალ გაგრძელდება მოლაპარაკებები.  შეხვედრა იყო ორმხრივი როგორც იცით და ამ დროს, ბუნებრივია, ორივე მხარე ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს პოზიციებს. ყველაფერზე იყო საუბარი, შეთანხმება მოხდება, როცა ყველა პუნქტზე შევთანხმებით, ეს არის მიზანი", – განაცხადა სამნიძემ.

თაგები:

Advertisement