“გვინდა, რომ ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით”

ავტორი
Front News საქართველო
გვინდა, რომ როგორც ვიღებთ კანონს 20 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით. კანონპროექტს ორშაბათს შევიტანთ პარლამენტში, – ამის შესახებ "გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას.
"გირჩს“ გვაქვს ინიციატივა და ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ვთხოვთ მხარდაჭერას. კანონპროექტს მოვამზადებთ და ორშაბათს შევიტანთ. გვინდა, რომ ისევე როგორც ახლა ვღებულობთ კანონს 20 ივნისის ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბრისა და 26 მაისთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ზუსტად იმავე სულისკვეთება, რაც არის „ქარული ოცნების“ კანონპროექტი 20 ივნისთან დაკავშირებით, მსგავს კანონპროექტს მოვამზადებთ ამ ორ თარიღთან დაკავშირებით. ამის მიზანია შერიგება. შარლ მიშელის შეთანხმების მიზანია შერიგება და ამ შერიგებისთვის აუცილებელია ასევე, რომ ჩვენ უფრო შორს წავიდეთ, მოვაწესრიგოთ ამავე სულისკვეთებით ისეთი თარიღები, რომელიც ასევე გვაწუხებს და ფაქტობრივად, არ გვაძლევს მოსვენებას, როგორც 20 ივნისი. ამ პროცესის დამთავრება თუ გვინდა, ყველა ასეთ თარიღთან დაკავშირებით უნდა დავამთავროთ, რომელიც რეალურად პრობლემაა ამ ქვეყნისთვის და ვერ ვაბიჯებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თაგები:





