"გვითხარით, რით გვწამლავდით!", "ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას!" - თბილისში დღეს საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

ავტორი
Front News საქართველო
"გვითხარით, რით გვწამლავდით!", "ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას!" - ამ მოთხოვნით მოქალაქეები დღეს ორ ადგილას შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ, საბოლოო შეკრების ადგილი კი ტრადიციულად, რუსთაველის გამზირი იქნება.
თავდაპირველად აქტივისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან 18:00 საათზე შეიკრიბებიან, ადმინისტრაციიდან კი მსვლელობითა და მარშებით რუსთაველისკენ გადაინაცვლებენ.
მეორე საპროტესტო აქციის ადგილი კი ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაა, სადაც მოქალაქეები 19:00 საათზე შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობით გადაინაცვლებენ.
საბოლოოდ, ორივე აქცია რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდება.
რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, მოქალაქეები ყოველ შაბათს აქციას მართავენ. ისინი ფილარმონიიდან რუსთაველის მიმართულებით აქცია-მსვლელობას მოაწყობენ. მოთხოვნა კი უცვლელი იქნება - "გვითხარით, რით გვწამლავდით!".





