Logo

გზების დეპარტამენტი – შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება

საზოგადოება
1393
Frontnews image description

სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება, – ამის შესახებ აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (სოფ. შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და უმოკლეს ვადებში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები  დამატებით ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეტაპობრივად მოგაწვდით“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების ინფორმაციაში.

თაგები:

რაჭა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები