Logo

ჰადადი – “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების მუქარა მიუღებელია

პოლიტიკა
1537
Frontnews image description

“ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების მუქარა მიუღებელია და შეუთავსებელია ევროპულ პერსპექტივასთან, – ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბენჯამინ ჰადადი სოციალურ ქსელში წერს.

“დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება უნდა შეწყდეს.

საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს”, – წერს ჰადადი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები