Logo

“ჰაერივით აუცილებელია ნიკა მელიას გარეთ ყოფნა და მის გარშემო გაერთიანება”

Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასასრულებლად საჭიროა, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროდან გათავისუფლდეს და ოპოზიცია მის გარშემო გაერთიანდეს. 

"მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩვენი ყველა პარტნიორის, რომელიც ცდილობს და აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ნიკა მელიამ რაც შეიძლება მალე დატოვოს საპყრობილე. ბიძინა ივანიშვილზე გამარჯვების ფორმულა იყო გლდანში, იყო ეს ნათელი მაგალითი და აჩვენა ნიკა მელიამ, თუ როგორ შეიძლება დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი, ამის ფორმულა უკვე დევს და ეს ფორმულა არის ერთობა და ნიკა მელიას კანდიდატურა. მარცხის ფორმულაც ვნახეთ ჩვენ ამ არჩევნებში და ეს იყო ისნის მაგალითი, სადაც ჩვენ გვყავდა ყველა ოპოზიციურ პარტიას კარგი კანდიდატები, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ, ოპოზიციას გვყავდა კანდიდატები და ვიყავით ფრაგმეტიზირებული, ჩვენ იქ დავმარცხდით და სახელისუფლებო კანდიდატი გავიდა პირველ ადგილზე. ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, ჩვენი წარსული მაგალითებიდან გამომდინარე, რა მიგვიყვანს შედეგამდე. დღევანდელ დღეს ჰაერივით აუცილებელია ნიკა მელიას გარეთ ყოფნა და მის გარშემო გაერთიანება, იმისათვის, რომ ჩვენ დავამარცხოთ ბიინა ივანიშვილი", – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

თაგები:

Advertisement