ჰაგარი – ათობით თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან


ავტორი
Front News საქართველო
ირანის მხრიდან თავდასხმის საფრთხის ფონზე, ისრაელმა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა აკრძალა და სხვადასხვა სახის შეკრებებზე შეზღუდვები დააწესა.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა და ნებისმიერი სახის შეკრება, სადაც ათასზე მეტი ადამიანი იკრიბება.
შეზღუდვები ასევე ეხება სასკოლო ბანაკებსა და ექსკურსიებს. ზოგიერთ რაიონში, მაგალითად, ღაზისა და ლიბანის საზღვრებთან ახლოს, შეკრების შესახებ უფრო მკაცრი შეზღუდვები უკვე არსებობს. ახალი შეზღუდვები ძალაში 15 აპრილის 23:00 საათამდე იქნება.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვა ფხიზლადაა.
“ათობით თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.
თაგები:
ისრაელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს