
ავტორი
Front News საქართველო
ჰაკერებმა „ფეისბუქის“ 533 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპარეს და ინტერნეტში გაავრცელეს.
გამოცემა therecord-ის ინფორმაციით, საქმე ეხება 106 ქვეყნის მოქალაქეებს. მათ შორის არის აშშ-ის 32 მილიონი მოქალაქის, ასევე 11 მილიონი ბრიტანელი მომხმარებლისა და ინდოეთის ექვსი მილიონი მოქალაქის პირადი მონაცემები.
აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მოხვდა საქართველოდან 95 193-ზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემებიც.
ინტერნეტში ხელმისაწვდომია „ფეისბუქის“ მომხმარებელთა ბიოგრაფია, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი და ა.შ.
კომპანია „ფეისბუქში“ აცხადებენ, რომ ჰაკერებმა ეს ინფორმაცია სავარაუდოდ, ორი წლის წინ მოიპარეს, როდესაც სოციალურ ქსელში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზები აღმოაჩინეს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს