Logo

ჰაკერი – დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად, მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება, რა სირცხვილია

პოლიტიკა
1350
Frontnews image description

საპარლამენტო არჩევნებამდე ეთო ბუზიაშვილის და სოფო გელავას მიმართ გამოძიების შესახებ ცნობები საგანგაშოა, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატისა და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება სირცხვილია.

“საპარლამენტო არჩევნებამდე ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას მიმართ გამოძიების შესახებ ცნობები საგანგაშოა. ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ მთავრობის ინტერესში უნდა იყოს. ნაცვლად ამისა, მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება. რა სირცხვილია”, – წერს თომას ჰაკერი.

თბილისსა და ქუთაისში სხვადასხვა სახლებსა და კომპანიებში დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ე.წ.  “ქოლ-ცენტრებს” ეხება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები