“ჰამასი” ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე ფასს გადაიხდის”

ავტორი
Front News საქართველო
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, "ჰამასი" ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე ფასს გადაიხდის.
პრემიერმა მოსახლეობას მოუწოდა, უსარფთხოების ინსტრუქციები დაიცვან, რათა მსხვერპლი თავიდან იქნას აცილებული.
"ჩვენ გავმართეთ თათბირი და მივიღეთ გადაწყვეტილება – "ჰამასი" გადაიხდის მაღალ ფასს ისრაელის ტერიტორიის დაბომბვისთვის", – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქალაქ რიშონ ლეციონში 50 წლის ქალი დაიღუპა.
ერთი რაკეტა ავტობუსს დაეცა, დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
"ჰამასი“ აცხადებს, რომ თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა.
დაბომბვის შედეგად განადგურდა 13-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელებული იყო.
ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.
თაგები:





