ჰარისი – უკრაინის მონაწილეობის გარეშე პუტინს არ შევხვდები


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თავად უკრაინის გარეშე არ შეხვდება.
ჟურნალისტის კითხვაზე, დათანხმდებოდა თუ არა პუტინთან შეხვედრას უკრაინაში სიტუაციის მოგვარების გზების მოსაძებნად, ჰარისმა უარყოფითად უპასუხა.
“უკრაინის გარეშე არა. უკრაინას უნდა ჰქონდეს ხმის უფლება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჰარისმა.
ამასთან, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ამჟამად აშშ მხარს უჭერს უკრაინის უნარს, დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან.
“დონალდ ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა. ის ამბობს, რომ შეუძლია ამის დასრულება ერთ დღეში. იცით, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს კაპიტულაციას“, – აღნიშნა ჰარისმა.
თაგები:
კამალა ჰარისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა