
ავტორი
Front News საქართველო
ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას “ტვიტერზე” ეხმაურება.
ჰელგა მარია შმიდის თქმით, ეუთო იზიარებს საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მზად არის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მიიღოს მონაწილეობა.
“სასიამოვნო იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნახვა.
ვიზიარებთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მზად ვართ ეუთოს ჩართულობით სხვადასხვა მიმართულებით რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მივიღოთ მონაწილეობა”,-აღნიშნავს ეუთოს გენერალური მდივანი.
თაგები:
ჰელგა მარია შმიდი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს