Helio.AI “საქართველოს ბანკის” ბიზნესმომხმარებლებს რეკრუტინგის პლატფორმაზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს


ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოს ბანკი” ბიზნესებს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში დახმარებას მათთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნის გზით უწევს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესებს საკუთარ პროდუქტებსა და სერვისებს სპეციალური პირობებით სთავაზობენ.
ამჯერად, საქართველოს ბანკის ბიზნესშეთავაზებებს Helio.AI-ის რეკრუტინგის პროგრამაზე. ფასდაკლება დაემატა.
ჰელიო შიდა სოფტია, რომელიც, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რეკრუტინგის პროცესების ავტომატიზაციას ახდენს და კომპანიებს თანამშრომლების სწრაფად შერჩევაში ეხმარება. პლატფორმის დახმარებით, კომპანიები დახარჯული დროის 70%-ს ზოგავენ და შერჩევის პროცესს 2-ჯერ უფრო სწრაფად მართავენ.
აღსანიშნავია, რომ პლატფორმა განკუთვნილია ნებისმიერი ზომისა და საქმიანობის მქონე კომპანიებისთვის, რომლებსაც ყოველთვიურად ახალი თანამშრომლების აყვანა სჭირდებათ. ჰელიო 300-მდე ბრენდს, 6 ქვეყნის მასშტაბით ემსახურება.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 6 თვის განმავლობაში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. ამასთან, სისტემის გამოყენების პროცესში 24/7 მხარდაჭერა მიიღონ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს, ან ვებგვერდს www.bankofgeorgia.ge.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს შეთავაზებები საქართველოს ბანკის ერთიანი სივრცის, ბიზნეს 360-ის ნაწილია. ამ სივრცეში ხელმისაწვდომია ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ბიზნესები საქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენებენ, მათ შორისაა ბიზნესკურსები, ღონისძიებები, ბიზნესკურსები და სხვა რესურსები.
(R)
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს