ჰელსინკის კომისია – აშშ-მა და ევროკავშირმა არსებითი ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა დაეხმარონ ქართველებს, დაიცვან თავიანთი დემოკრატია


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა, დამკვირვებლებმა წარმოადგინეს მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.
მესამე მხარისა და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ შეგროვებული დამოუკიდებელი მონაცემები მიუთითებს სისტემურ დარღვევებზე როგორც მანამდე, ასევე არჩევნების დღეს, რომელმაც გავლენა მოახდინა არჩევნების სამართლიანობაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ შედეგები არის გაყალბებული, ხაზი გაუსვა რუსეთის დახვეწილ ძალისხმევას არჩევნებში ჩარევის მცდელობებსა და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ჰელსინკის კომისია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს