ჰელსინკის კომისია – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვან ამ კანონპროექტზე

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ჰელსინკის კომისია “ქართული ოცნების” მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა წარდგენას ეხმაურება.
“ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და მძიმედ მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი არის რუსული კანონის ასლი, რომელიც მისი ინსპირაციაა.
შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახალი შემოღება ხდება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის უფრო ფართო მიღების ფონზე. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ “ქართული ოცნება” კვლავ დაადგა ამ გზას, მიუხედავად რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვან ამ კანონპროექტზე და დაუბრუნეს თავის ლიბერალურ დემოკრატიულ ტრაექტორიას და მისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ჰელსინკის კომისია




