ჰერჩინსკი – ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები, უნდა გათავისუფლდნენ, რაც შეიძლება მალე


ავტორი
Front News საქართველო
ძალადობა მიუღებელია, წამება უნდა შეჩერდეს, უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ქუჩებში მიმდინარე თავდასხმებზე ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა გასამართლდეს.
“ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი. 16 დეკემბერს ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა დამცველების საერთაშორისო დღეს. მე საქართველოში შევხვდი უფლებადამცველებს და მათ მითხრეს, რომ პროტესტის მონაწილეთა ცემა ხდება მას შემდეგ, რაც მათ დააკავებენ და ეს ნიშნავს წამებას. ეს უნდა შეჩერდეს, რადგან აბსოლუტურად მიუღებელია. ასევე უნდა იქნეს გამოძიებული ის შემთხვევა, რომელიც თბილისის ქუჩებში ვნახეთ, როდესაც კრიმინალური ჯგუფები დარბოდნენ ქალაქში და ყველა პასუხისმგებელი ასეთ თავდასხმებზე უნდა იქნეს პასუხისგებაში მიცემული. ადამიანები კი, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები, უნდა გათავისუფლდნენ, რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
თაგები:
პაველ ჰერჩინსკი

მამუკა მდინარაძე – არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ წაიყვანონ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ფრონტის წინა ხაზზე

ოლაფ შოლცი – ჩვენ აქტიური პარტნიორი ვიქნებით საქართველოსი, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ამოცანა და სურვილი არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება, ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს