Logo

ჰერჩინსკი - დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის იზრდება, საქართველო რისკავს, ხელიდან გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა

პოლიტიკა
7 საათის წინ / 14:27
Frontnews image description

ჩვენ არ გაგვივრცელებია პერსონალური მოსაწვევები არც მოქმედი და არც ყოფილი ხელისუფლებისთვის. იმართება უფრო და უფრო მეტი მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საქართველო არ არის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის იზრდება, საქართველო რისკავს, ხელიდან გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა.

"ეს ღია ღონისძიებაა, ჩვენ ყველა დავპატიჟეთ და ნახავდით კამპანიას, მათ შორის სოციალურ მედიაში პოსტერებით, ასე რომ, იმედი მაქვს, ბევრი ხალხი მოვა. 

ჩვენ არ გაგვივრცელებია პერსონალური მოსაწვევები არც მოქმედი და არც ყოფილი ხელისუფლებისთვის. ვწუხვარ, მაგრამ ეს არის რეალობა, რომ იმართება უფრო და უფრო მეტი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებაზე, სადაც საქართველო არ არის. ეს არის იმ ქმედებების შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო ერთი წელია, ახორციელებს. 

ეს უკიდურესად სამწუხაროა. დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის იზრდება, საქართველო რისკავს, ხელიდან გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა. სად მიდის საქართველო? - ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, ეს ჩემი უფლება არაა. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რა სურთ.

საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაიაროს, ეს რეფორმები უნდა იყოს გამოყენებული ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი. 

სამწუხაროდ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომენტიდან ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმეს სურვილს, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ჩვენი ერთ-ერთი წევრი. ახლა გვაქვს ვითარება, როცა ბევრი ადამიანი უკანონოდაა დაკავებული და სწორედ ამიტომ, ვცდილობთ სანქციების დაწესებას იმ თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ძალადობის გამოყენებაზე", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ვარშავაში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომა გაიმართა, საქართველოს გარდა გაერთიანების წევრობის ყველა კანდიდატი სახელმწიფო მიიწვიეს.

Advertisement