Logo

ჰერჩინსკი - ევროკავშირი ცდილობს, სანქციების დაწესებას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ძალადობაზე

პოლიტიკა
6 საათის წინ / 11:38
144
Frontnews image description

მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, კანონები მიიღეს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ამის შესახებ არაერთხელ ითქვა ლიდერების მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების დაწესებას ცდილობს ევროკავშირი, თუმცა 27 ქვეყნის თანხმობა ჯერ არ აქვთ.

"მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, კანონები მიიღეს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ამის შესახებ არაერთხელ ითქვა ლიდერების მხრიდან. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს - ნუ გააკეთებთ ამას, დაგვიახლოვდით. სამწუხაროდ, ჩვენი მოწოდება დააიგნორეს. 

უარესი ვნახეთ - დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებმაც სცემეს ხალხი, სწორედ ამიტომ, ევროკავშირი ცდილობს, სანქციების დაწესებას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ძალადობაზე, თუმცა სანქციების დასაწესებლად გვჭირდება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის თანხმობა. ამ ეტაპზე არ გვაქვს ეს ერთსულოვნება", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები