ჰერჩინსკი – გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ განვითარების მიხედვით, რომელსაც ადგილი ექნება საქართველოში


ავტორი
Front News საქართველო
სავიზო რეჟიმის შეჩერება მოითხოვს ხმების უმრავლესობას და გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ განვითარების მიხედვით, რომელსაც ადგილი ექნება საქართველოში, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრები 18 ნოემბერს განიხილავენ საქართველოს სიტუაციას.
“ჩვენ ვაგრძელებთ დაკვირვებას. ეუთო არის ძირითადი ორგანიზაცია, რომელიც აფასებს არჩევნებს საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით. მათ მიუთითეს უმნიშვნელოვანეს დარღვევებზე, რომლებიც არღვევს საერთაშორისო სტანდარტს. ჩვენ მოვუწოდეთ ცესკოს, რომ ძალიან მალე გამოიძიონ ეს დარღვევები და ჩვენ ასევე, მივაქციეთ ყურადღება პროკურატურას. საგარეო საქმეთა მინისტრები 18 ნოემბერს განიხილავენ სიტუაციას საქართველოში.
არსებობს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების გზები, რაც შეეხება, სანქციებს, მე ბევრჯერ მაქვს ახსნილი, რომ სანქციების მიღება ევროკავშირში მოითხოვს ერთსულოვნებას. სავიზო რეჟიმის შეჩერება მოითხოვს ხმების უმრავლესობას და გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ განვითარების მიხედვით, რომელსაც ადგილი ექნება საქართველოში“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს