Logo

ჰერჩინსკი - მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა ხელისუფლების შეფასება მომხდართან დაკავშირებით

პოლიტიკა
251
Frontnews image description

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ წარმოადგინა ხელისუფლების შეფასება მომხდართან დაკავშირებით, არჩევნებთან და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებზე და არჩევნების შემდგომ ევროკავშირის შეფასება ძალიან მკაფიოდ იყო გამოთქმული უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის და ევროკომისარ მარტა კოსის ოფიციალურ განცხადებაში. 

"მე მომიწვიეს ჩემს კოლეგებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ წარმოადგინა ხელისუფლების შეფასება მომხდართან დაკავშირებით, არჩევნებთან და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ. არჩევნებზე და არჩევნების შემდგომ ევროკავშირის შეფასება ძალიან მკაფიოდ იყო გამოთქმული უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის და ევროკომისარ კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ, იხილოთ კვირას გავრცელებული განცხადებები. მეტი კომენტარი არ მაქვს", – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში უწყების ინიციატივით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ხელმძღვანელობდა. 

Advertisement