ჰერჩინსკი – პრეზიდენტის გადასაწყვეტია შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას, ამ და სხვა საქმეებს ყურადღებით ვაკვირდებით


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტის გადასაწყვეტია შეიწყალებს თუ არა “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს.
მისი თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი მედიის თავისუფლების დაცვაა.
“პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ბატონ გვარამიას. ყველამ ვიცით, რომ პატიმრების შეწყალება მისი კონსტიტუციური უფლებაა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. თქვენ იცით, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი არის მედიის თავისუფლების დაცვა, რადგან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ჩვენ ვაკვირდებით ამ და სხვა საქმეებს ძალიან დიდი ყურადღებით. ჯერ კიდევ არის დრო, სანამ ევროკომისია თავის დასკვნას გამოაქვეყნებს.
მოსამართლეების პროფესიონალიზმი და სრული დამოუკიდებლობა, ასევე ჯანსაღი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ასევე არის ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი. ჩვენ ვმუშაობთ ქართულ მხარესთან ერთად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, რათა გატარდეს საჭირო რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში. პროგრესი შეფასებული იქნება ევროკომისიის მოხსენებაში ამ წლის ბოლოს”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
თაგები:
პაველ ჰერჩინსკი

მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიაზე – სხვა ადამიანის დაკავებით აღსაშფოთებლად, რა არის ამოსავალი წერტილი, მისი საქმიანობა და სტატუსი, თუ ის, დამნაშავეა თუ არა?

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს ნიკა გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა

“ISFED-თან დაკავშირებული მანიპულაციის ავტორი იყო სწორედ გვარამიას პარტია და არა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი”