ჰერჩინსკი – საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროკავშირის წევრობა


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვართ აქ, რომ დაგეხმაროთ, ვითანაშრომლოთ და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს საჭირო მხარდაჭერა იმისთვის, რომ ეს ოცნება განახორციელოს, თუმცა ახლა ამ ქვის დაძვრა ქართველებზეა, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
“ევროკავშირი არის 27 სუვერენული ერის ოჯახი. ჩვენ გვინდა გაფართოება. გვინდა, სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მივცეთ ამ ოჯახში გაწევრიანების შესაძლებლობა. ახლა საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროკავშირის წევრობა. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს საქართველომ, საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ, საქართველოს მოსახლეობამ, ჩვენ ევროკავშირში ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. გვესმის, რომ ევროპულ ინტეგრაციას, წევრობას ევროგაერთიანებაში ქართველების 89% უჭერს მხარს. ეს ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია.
ვიცი ისიც, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია ჩადებული. ჩვენ ვართ აქ, რომ დაგეხმაროთ, ვითანაშრომლოთ და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს საჭირო მხარდაჭერა იმისთვის, რომ ეს ოცნება განახორციელოს, თუმცა ახლა ამ ქვის დაძვრა ქართველებზეა და იმედი მაქვს, პროცესი გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით, საქართველოს წევრობით ევროკავშირში. ეს იქნება ხანგრძლივი და რთული პროცესი. ესაა გზა, რომელიც გაიარა ყველა ქვეყანამ, რომელთაც სურდათ ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტის ხელშია.
იმედია, განხორციელდება საკმარისი წინსვლა რეფორმებში, რომ 27-მა წევრმა ქვეყანამ გადადგას შემდეგი ნაბიჯი საქართველოს წევრობისკენ ევროკავშირში, კანდიდატის სტატუსისკენ, რომელიც შეიძლება საქართველომ მიიღოს დეკემბერში. თუმცა ვიმეორებ, ეს იქნება დამოკიდებული პროგრესზე, რომელსაც საქართველო მიაღწევს რეფორმების გზაზე”, – განაცხადა ელჩმა.
თაგები:
პაველ ჰერჩინსკი

ჰერჩინსკი – პრეზიდენტის გადასაწყვეტია შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას, ამ და სხვა საქმეებს ყურადღებით ვაკვირდებით

ჰერჩინსკი – ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე

იუკნევიჩიენე – საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული კანონი, თუ ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება