
ავტორი
Front News საქართველო
მგონია, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს საშუალება, დააფინანსოს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მას თავისი იდეების გამტარად ესახება, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა. მისი თქმით, იმაზე უნდა იფიქროს ყველამ თუ როგორ გავამარტივოთ და როგორ იყოს წესიერი, ადამიანური პარტიული დაფინანსება.
“ნაცვლად იმისა, რომ იყოს თითების გაშვერა, თითქოს ენჯეო-ები და პარტიები რაღაც გზებს იგონებენ საარსებოდ, მოდი იმაზე ვიფიქროთ, როგორ გავამარტივოთ და როგორ იყოს წესიერი, ადამიანური პარტიული დაფინანსება და მერე, ენჯეოების საჭიროებაც მოიხსნება, თუ ვინმეს აქვს ასეთი ენჯეოები.
მგონია, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს საშუალება, დააფინანსოს ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მას თავისი იდეების გამტარად ესახება, უბრალოდ, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს საჯარო და გამჭვირვალე”, – განაცხადა ჰერმან საბომ.
NED-ის ხელმძღვანელმა კენ ვოლაკიმ განაცხადა, რომ თუ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები პარტიის წევრები არიან ან პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან, ისინი აღარ წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
თაგები:
ჰერმან საბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს