
ავტორი
Front News საქართველო
ლიბანის შეიარაღებული მოძრაობა “ჰეზბოლა”, რომელსაც მხარს უჭერს ირანი, აცხადებს, რომ მზად არის შეუერთდეს “ჰამასს” ისრაელის წინააღმდეგ ომში.
The Times of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ “ჰეზბოლას” ლიდერის მოადგილემ ნაიმ კასემმა განაცხადა. მისი თქმით, ეს მოხდება “როცა შესაფერისი დრო დადგება”.
“ჩვენ სრულად მომზადებულები ვართ და როცა მოვა დრო, ვიმოქმედოთ, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა კასემმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში გამართულ მიტინგზე.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს