“ჰეზბოლამ” წითელი ხაზები გადაკვეთა” – ისრაელმა ბეირუთი დაბომბა


ავტორი
Front News საქართველო
ისრაელმა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი დაბომბა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათი სამიზნე იყო დაჯგუფება “ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ხელმძღვანელობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ფუად შუქრიზე, რომელიც დაჯგუფების ლიდერის ჰასან ნასრალას მრჩეველია. მისი ბედი ამ დროისთვის უცნობია.
თავდასხმიდან მალევე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ “ჰეზბოლამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა.
ისრაელსა და ლიბანს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ჰეზბოლას” ტერორისტების რაკეტა ფეხბურთის მოედანს მოხვდა და 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა და დაშავებულთა ასაკი 10-დან 20 წლამდეა.
თაგები:
ისრაელი

ზაალ ანჯაფარიძე – ზურაბიშვილმა გუშინდელი გამოსვლით აშკარად გადაკვეთა “წითელი ხაზები” მმართველ პარტიასთან ურთიერთობაში

ეკა ბესელია – წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია “ქართული ოცნების” მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორებთან

ლონდა თოლორაია – “ქართულ ოცნებას” არანაირი წითელი ხაზები არ აღმოაჩნდა და ბოტები და ტროლები მომისია