Logo

ჰიპერი - ამ ყველაფერმა ძირი გამოუთხარა დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას

პოლიტიკა
263
Frontnews image description

ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ეწევა რუსული სახელმძღვანელოდან აღებულ პროპაგანდას, როდესაც საქმე ეხება დეზინფორმაციას და ჩვენს ელჩზე თავდასხმას, რომელსაც აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბრის არჩევნებზე ინტენსიური რეპრესიები შეინიშნებოდა.

"ჩვენ ვნახეთ, რომ შაბათს ჩატარებული არჩევნები აღინიშნებოდა ინტენსიური რეპრესიებით მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ოპოზიციურ პარტიებზე. ვნახეთ ასევე დაბალი აქტივობა, ასევე იყო აღნიშნული ბოიკოტი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლებამ დროულად არ მიიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები ეუთო/ოდირიდან. ამ ყველაფერმა ძირი გამოუთხარა დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას.

ასევე ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ეწევა რუსული სახელმძღვანელოდან აღებულ პროპაგანდას, როდესაც საქმე ეხება დეზინფორმაციას და ჩვენს ელჩზე თავდასხმას, რომელსაც აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა.

ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას ორივე მხრიდან. ევროკავშირი ყოველთვის გამოდის მოწოდებით, რომ პროტესტი და დემონსტრაცია მშვიდობიანი უნდა იყოს, რადგან ეს არის ხალხის უფლება როგორც ასეთი და ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. 

მასშტაბური დემოკრატიული უკუსვლის გამო, საქართველოსთან მინიმუმამდე დავწიეთ პოლიტიკური კონტაქტები, ასე რომ, მთელი ჩვენი მხარდაჭერა მიმართულია დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისკენ.

რაც შეეხება ინტეგრაციის პროცესს, ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ინტეგრაცია მიღწევებზე დაფუძნებული პროცესია და რაც ვნახეთ არის ის, თუ როგორ უქმნის საფრთხეს ამ გზას საქართველოს ხელისუფლება", - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

Advertisement