ჰიპერი - არანაირად არ ვეთანხმებით ხელისუფლების შეფასებას, რომ ევროკავშირი უბიძგებს ხალხს პროტესტისკენ

ავტორი
Front News საქართველო
არანაირად არ ვეთანხმებით ხელისუფლების შეფასებას, რომ ევროკავშირი უბიძგებს ხალხს პროტესტისკენ. ევროკავშირი არ უჭერს მხარს უჭერს ძალადობას, ევროკავშირი გმობს ძალადობას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ანიტა ჰიპერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას.
"ბოლო პერიოდში ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რასაც შედეგად მოჰყვა ევროკომისიის შეფასება, რომ საქართველო მხოლოდ ნომინალურად არის კანდიდატი ქვეყანა. ყოველთვის მკაფიოდ ვამბობთ, რომ ვეწინააღმდეგებით ძალადობის ყველანაირ ფორმას, ამიტომ ვგმობთ ძალადობას. საპროტესტო აქციები უნდა იყოს მშვიდობიანი. ამავდროულად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, რომელიც მიისწრაფვის დემოკრატიის გამოხატვის თავისუფლებისა და ევროპისაკენ.
არანაირად არ ვეთანხმებით ხელისუფლების შეფასებას, რომ ევროკავშირი უბიძგებს ხალხს პროტესტისკენ. ევროკავშირი არ უჭერს მხარს უჭერს ძალადობას, ევროკავშირი გმობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას, ყველა იმ ჟურნალისტსა და მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიან აქციებს მართავენ და ვგმობთ სამთავრობო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ოპოზიციის ჩასახშობად, რასაც ზუსტად ახლა აკეთებენ", - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
თაგები:
ანიტა ჰიპერი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


