ჰიპერი - საქართველოს ხელისუფლებისთვის უმჯობესია, სარკეში ჩაიხედოს და თვალი გაუსწოროს რეალობას, ფაქტია, აყალიბებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ხელისუფლებისთვის უმჯობესია, სარკეში ჩაიხედოს და თვალი გაუსწოროს რეალობას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ანიტა ჰიპერმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ყალიბდება ძალიან რეპრესიული რეჟიმი.
"საქართველოს ხელისუფლებისთვის უმჯობესია, სარკეში ჩაიხედოს და თვალი გაუსწოროს რეალობას. ფაქტია, რომ აყალიბებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მიმართულია ხალხის, მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ დარწმუნებული ხარ შენს დემოკრატიულობაში და შენს ქმედებებში, აღარ მიგაჩნია საჭიროდ შენი ოპონენტების და უდანაშაულო ხალხის ციხეში ჩასმა.
ამასთან, ვეწინააღმდეგებით ძალადობის ყველანაირ ფორმას, მაგრამ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს საკუთარ საზოგადოებასთან დიალოგს და აღარ დაუშვას ამ ძალადობის ესკალაცია", - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
თაგები:
ანიტა ჰიპერი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


