ჰიროსიმას ატომური დაბომბვიდან 76 წელი გავიდა


ავტორი
Front News საქართველო
76 წლის წინ, 1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰიროსიმაში, ბ-29 ტიპის ბომდამშენმა Enola Gay-მ, ატომური ბომბი “ბიჭუნა” (Little Boy) ჩააგდო. ყოველწლიურად ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია ქალაქის მშვიდობის მემორიალურ პარკში იმართება.
სამი დღის შემდეგ, 9 აგვისტოს, კიდევ ერთი ატომური ბომბი სახელად „მსუქანა“ („Fat Man“) ნაგასაკში ჩავარდა.
მიჩნეულია, რომ ბირთვული დაბომბვის და მასთან დაკავშირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი დაიღუპა, 74 000 – ნაგასაკიში. ორივე ქალაქში მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
აშშ-ში გავრცელებული შეხედულების თანახმად ბირთვული იარაღის გამოყენებამ ომის დასრულება დააჩქარა და ამგვარად იხსნა იმათი სიცოცხლე, ვინც დაიღუპებოდა ომი რომ კიდევ დიდი ხნით გაგრძელებულიყო, კერძოდ-აშშ რომ შეჭრილიყო უშუალოდ იაპონიის ტერიტორიაზე.
1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიამ გამოაცხადა კაპიტულაცია მოკავშირეთა წინაშე და ამით მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად დასრულდა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს