ჰომოფობიური ჯგუფების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პარლამენტთან ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა


ავტორი
Front News საქართველო
მოძალადე ჯგუფების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პარლამენტთან თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა, შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ მდებარე შადრევანში ჩავიდა.
მისი თქმით, არ უნდა ცოდვილ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ლგბტქ ადამიანებს იცავენ.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ “ალტ-ინფოს” წევრები და მხარდამჭერები, მათ შორის, სასულიერო პირები შეიკრიბნენ. ისინი ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლების დაკავებას აპროტესტებენ.
ფოტო: მთავარი არხი


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს