
ავტორი
Front News საქართველო
თბილისში გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერის ოჯახის წევრები საქართველოში ჩამოსვლას უახლოეს დღეებში გეგმავენ. ისინი ამ ეტაპზე ვერსიებზე არ საუბრობენ, თუმცა თვითმკვლელობის ვერსია მიუღებელია ჰუსეინ ბაკიხანოვის ახლობლებისთვის.
მათი განცხადებით, ბლოგერი ხშირად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას და ისინი არ გამორიცხავენ, რომ ადგილი ჰქონდა ანგარიშსწორებას.
“დღეს მექნება კონტაქტი მის ოჯახის წვერებთან, უშუალოდ ოჯახთან, რომელიც აზერბაიჯანში ცხოვრობს. სავარაუდოდ უკვე დაზუსტდება ჰუსეინის გადასვენების საკითხები. ამასთან, დამატებითი დეტალების გარკვევას ვცდილობ”,- აცხადებს ადვოკატი არტურ განიევი.
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს.
თაგები:
ჰუსეინ ბაკიხანოვი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს