IAEA ირანის ისპაანში ბირთვული ობიექტის დაზიანებას ადასტურებს


ავტორი
Front News საქართველო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) აცხადებს, რომ გუშინდელი თავდასხმის შედეგად ირანში, ისპაანის ატომურ ელექტროსადგურზე ოთხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი შენობა დაზიანდა
"ისპაანში ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის შედეგად მინიმუმ ოთხი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული შენობა დაზიანდა, მათ შორის ურანის გადამმუშავებელი ქარხანა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მისივე ინფორმაციით, ისპაანის ატომური ობიექტის გარეთ რადიაციის დონე უცვლელი დარჩა.
13 ივნისს ისრაელმა ირანში არსებულ სამიზნეებზე, კერძოდ, ბირთვულ პროგრამასთან და სამხედრო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ობიექტებზე, ძლიერი დარტყმების სერია დაიწყო.
ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, დარტყმისთვის მზადება დაახლოებით რვა თვე გაგრძელდა. თავდასხმის მიზანი ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის ძირითადი ელემენტების, ბალისტიკური რაკეტების წარმოების ობიექტებისა და სხვა სამხედრო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა იყო.
საპასუხოდ ირანმა ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. რამდენიმე ქალაქს სერიოზული ზიანი მიადგა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცმა ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გააფრთხილა, რომ თუ ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლა გაგრძელდება, თეირანი დაიწვება.
თაგები:
ირანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს