“იაგო 39 წლის გახდა, ყველანი ვულოცავთ, ტაში დავუკრათ, რავი”

ავტორი
Front News საქართველო
"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა პარლამენტიდან Facebook-ლაივში იაგო ხვიჩიას 39 წლის იუბილე მიულოცა.
"იაგო 39 წლის გახდა, გილოცავ იაგო. ყველანი ვულოცავთ, ტაში დავუკრათ, რავი. დღევანდელი დღე, გარდა იმისა, რომ შენი [იაგო ხვიჩიას] დაბადების დღეა, NDI-ის შეხვედრას ვაცდენთ, რომ იცოდე. სანდრო [რაქვიაშვილი] წავიდა, ნერვიულობდა და მე ვთქვი, რომ NDI-ის დედაც ვატირე, მოდი, იაგოს დაბადების დღე მივულოცოთ და არა, არ გამოვა, ამდენი ხანია დანიშნული გვაქვსო. პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მხოლოდ სანდრო აღმოჩნდა და ის გავიდა NDI-სთან სასაუბროდ. ჩვენ რომ მოვრჩებით ამ ლაივს, ალბათ, შევუერთდეთ ცოტა ხანი", – განაცხადა მეგრელიშვილმა.
იაგო ხვიჩიამ სურვილიც ჩაიფიქრა: "მოგება უნდა ჩავიფიქრო, პარლამენტის შენობაში რა უნდა ჩაიფიქრო, გარდა მოგებისა".
თაგები:





