
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” არის მძევალი თავისი არასწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებისა, მათ ფაქტობრივად, დასაყრდენი, საძირკველი ქართველ ხალხში ჩამოეშალათ, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს უკვე გადაწყვეტილი აქვს დღევანდელი ხელისუფლების ცვლილება.
“ცდილობენ, რომ ახალგაზრდების პროტესტი შეაფერხონ. “ქართული ოცნება” არის მძევალი თავისი არასწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებისა, მათ ფაქტობრივად, დასაყრდენი, საძირკველი ქართველ ხალხში ჩამოეშალათ და შესაბამისად, ახლა ნებისმიერი ფაფხური უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესს აფერხებენ და ჯიუტდებიან, თორემ ქართველმა ხალხმა, ჩემი აზრით, უკვე გამოიტანა ხელისუფლების ცვლილების გადაწყვეტილება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თაგები:
იაგო ხვიჩია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს