
ავტორი
Front News საქართველო
არ შეიძლება, რომ აქცია თანდათან პოლიტიკური ხდებოდეს და პოლიტიკური პარტიები იყვნენ მის სათავეში. დიდი ხნის განმავლობაში ამ ფორმით აქციები ვერ გაგრძელდება, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ენჯეო სექტორმა უნდა დააორგანიზოს პოლიტიკოსების საჯარო დებატები და შეხვედრები ერთმანეთთან.
“ჩემი აზრით, რა კანონიც იყო, ის პასუხი გუშინ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი ხალხისგან მიიღო, უბრალოდ, მე ვფიქრობ, დიდი ხნის განმავლობაში ამ ფორმით აქციები ვერ გაგრძელდება, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ორგანიზატორები, ენჯეო სექტორი თავისი პროფილით შეზღუდულები არიან. ზოგადად არ შეიძლება, რომ აქცია თანდათან პოლიტიკური ხდებოდეს და პოლიტიკური პარტიები იყვნენ მის სათავეში. იცით, რომ პოლიტიკური პარტიების სათავეებთან გამოჩენა ცუდად აქვს დაცდილი ქართველ ხალხს და ზოგადად, ისე ჩნდებიან, რომ ხალხი მერე იშლება. ამიტომ, მე მგონია, რომ რაც შეიძლება ენჯეო სექტორმა ყველაზე კარგი გააკეთოს, არის, რომ დააორგანიზოს პოლიტიკოსების საჯარო დებატები და შეხვედრები ერთმანეთთან. იმისთვის, რომ ხალხის თვალწინ იგრძნობოდეს ის პოზიციები და დაპირებები, რომელსაც ოპოზიცია და სხვადასხვა პოლიტიკური ძალა შეასრულებდა იმ შემთხვევაში, თუ ის ხელისუფლებაში იქნებოდა არჩევნების შემდეგ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თაგები:
იაგო ხვიჩია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს