იაგო ხვიჩია – ასეთი პოლიტიკური საქორწინო დრამა, მგონი, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არავის მოუწყვია


ავტორი
Front News საქართველო
ასეთი პოლიტიკური საქორწინო დრამა, მგონი, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არავის მოუწყვია. მე ეს მაგონებს მაჭანკლობის პროცესს, როდესაც ქალბატონები სხვადასხვა არგუმენტით ერთ ან ორ დღეს იღებენ მოსაფიქრებლად, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გახარია-ხაზარაძის ერთობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ხვიჩია იმედოვნებს, რომ ამ კამპანიას ბედნიერი დასასრული ექნება.
“ასეთი პოლიტიკური საქორწინო დრამა, მგონი, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არავის მოუწყვია. მე ეს მაგონებს მაჭანკლობის პროცესს, როდესაც ქალბატონები სხვადასხვა არგუმენტით ერთ ან ორ დღეს იღებენ მოსაფიქრებლად, იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ამაზე საუბრობდე, ამდენი ინსტიტუცია იყოს ჩარეული, რომ ყველაფერი ბედნიერად დამთავრდეს და შენ კიდევ ერთი დღე მოითხოვო მაშინ, როდესაც ხალხი ნიშნობის ბეჭედს ელოდება შენს თითებზე, ჩემი აზრით, ეს არაფერში წერია და თავისი შინაარსით ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. იმედი მაქვს, საშველი დაადგებათ ბოლოს და ბოლოს და “ჰეფი ენდ”-ით დაასრულებენ ამ საქორწილო-პოლიტიკურ კამპანიას”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
16 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზარაძე და გახარია წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში მიიწვია. 17 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე კი “ლელოს” ლიდერმა კიდევ ერთი დღე ითხოვა.
თაგები:
იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია – საკმაოდ პრობლემაა კადრები “ქართულ ოცნებაში“ და უწევთ ერთი და იმავე წრეზე ტრიალი

იაგო ხვიჩია – ეს იმდენად უხერხული იყო, მე მგონი, თვითონ მიხვდნენ, რომ შარდის სიწმინდის დაცვაზე თავი დაენებებინათ, რაც კარგია

იაგო ხვიჩია – ზოგი მუხლი ამნისტიის შესახებ კანონპროექტში პოლიტიკური მოტივებით წერია