იაგო ხვიჩია – ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი


ავტორი
Front News საქართველო
“გირჩის” თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, დღეს საქართველოში ოლიგარქიზაციის პრობლემა არ არსებობს და რეალურად ქვეყანას ერთპიროვნული მმართველობის სისტემური პრობლემა აქვს.
მისი თქმით, ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა ყველას მოსაგვარებელია, მათ შორის „ქართული ოცნების“.
“ზოგადად, ტერმინი ოლიგარქი არ მომწონს, არც მესმის მისი შინაარსი საქართველოში. მას შეიძლება, რუსეთში რაღაც კონკრეტული შინაარსი ჰქონდეს და ჰქონოდა ისტორიულად, ასევე უკრაინაში შეიძლება ჰქონდეს თავის კონტექსტი, მაგრამ საქართველოში, ჩემი აზრით, არანაირი კონტექსტი არ გააჩნია. ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ეს არ არის მისი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილის პრობლემა, როგორც სხვა ხელისუფლების მეთაურების, იყო ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობაა. ერთპიროვნულ მმართველად გვყავდა მიხეილ სააკაშვილი, მანამდე შევარდნაძე და ა.შ არც ერთი არ იყო მილიონერი, მილიარდერი და ოლიგარქი, მაგრამ ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა მაშინაც გაგვაჩნდა და დღესაც გვაქვს. ამიტომ, არასწორი სახელის – ოლიგარქის შერქმევა არასწორია. ჩვენ გვაქვს ერთპიროვნული მმართველობის სისტემური პრობლემა და ეს პრობლემა ყველას, მათ შორის „ქართული ოცნების“ მოსაგვარებელიც არის, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაგვარებელი იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თაგები:
იაგო ხვიჩია

ირაკლი ღარიბაშვილი – ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ის არის მეცენატი, ქველმოქმედი

იაგო ხვიჩია – დეოლიგარქიზაციის კანონი არ არის ჩვენთვის ახლა მთავარი გამოწვევა

გია ცაგარეიშვილი – ჩვენ მივიღებთ კანონს და კანონის ნორმები მიუდგება ყველას, ვინც ოლიგარქიული საქმიანობითაა დაკავებული და არამც და არამც არ არის ბიძინა ივანიშვილი