
ავტორი
Front News საქართველო
ჩემი აზრით, ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში “ქოცები” მოიგებენ იმიტომ, რომ მსაჯი მათია. შესაბამისად, როცა მსაჯი შენია, აზრი არ აქვს როგორ თამაშობ ფეხბურთს, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს დავა პერსპექტიული არ არის.
“ჩემი აზრით, ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში “ქოცები” მოიგებენ იმიტომ, რომ მსაჯი მათია. შესაბამისად, როცა მსაჯი შენია, აზრი არ აქვს როგორ თამაშობ ფეხბურთს. საბოლოო ჯამში, ის ანგარიში დაიწერება, რაც მსაჯს უნდა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მიუკერძოებელი და ობიექტური არ არის და არც შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლო, მაინც და მაინც ეს დავა პერსპექტიული არ მეჩვენება, თუმცა ვნახოთ, რა იცით, რა ხდება”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს.
თაგები:
იაგო ხვიჩია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს