
ავტორი
Front News საქართველო
ჩემი შეთავაზება იყო, რომ მოგვეწვია რიგგარეშე სხდომა და მიგვეღო კანონი დაჩქარებული წესით, რაზეც გვითხრეს უარი. მე არ მგონია, რომ ციხეში ერთი ან ორი ზედმეტი თვე ჯდომა ვინმესთვის მოსაწონი იყოს, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
“კანონპროექტს რომ წაიკითხავს პატიმარი, ხვდება, რომ ამ კანონის მიხედვით შეიძლება მას გათავისუფლება შეეხოს და იმის გამო, რომ პროცედურულად ზაფხულია, სხდომები არაა, ციხეში ტყუილად ორი თვე უწევს ჯდომა. ჩემი შეთავაზება იყო, რომ ყველაფერს ვიხილავთ დაჩქარებულად, საჭიროა ეს თუ არა, მოგვეწვია რიგგარეშე სხდომა და მიგვეღო კანონი დაჩქარებული წესით, რაზეც გვითხრეს უარი. მე არ მგონია, რომ ციხეში ერთი ან ორი ზედმეტი თვე ჯდომა ვინმესთვის მოსაწონი იყოს. მადლი თუ ქენი, ზედ მარილიც მოაყარეო, დაახლოებით ამის მცდელობა მქონდა, მაგრამ არ გამოვიდა. რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ, ამნისტია არ ვრცელდებოდეს საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე? ეს ხომ არაფერ შუაში არაა სამართლიანობისა და თანასწორად მოპყრობის პრინციპთან. იმის გამო, რომ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა, ადამიანებს, რომლებიც ციხეში ამ მუხლით იხდიან სასჯელს, რატომ არ უნდა შეეხოთ ამნისტია?”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საპარლამენტო ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ “ამნისტიის პროექტი“ დააინიიცირა. ამნისტია 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლს მოიცავს.
თაგები:
იაგო ხვიჩია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს