იაგო ხვიჩია – დავასუსტეთ ადამიანები, გავაღატაკეთ ეკონომიკა, ვისი პასუხისმგებლობაა ეს?


ავტორი
Front News საქართველო
“როგორც იქნა, მიხვდა მმართველი პარტია რომ მწვანე პასპორტები უაზრობა იყო და უნდა გაეუქმებინა. გილოცავთ ამ შესანიშნავ მიგნებას, რომელიც მიღებიდან 41 დღე დაგაგვიანდათ რატომღაც. მგონი ყველასთვის თვალნათელია რამხელა შეცდომა იყო ეს. 25 ათას ადამიანზე დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს და რეალურად სამჯერ მეტი. მივაღწიეთ საბოლოო ჯამში-დავასუსტეთ ადამიანები, გავაღატაკეთ ეკონომიკა. ვისი პასუხისმგებლობაა ეს? დღესაც იგივეს ვაგრძელებთ. შეცდომის არაღიარების თვალსაზრისით“,-ამის შესახებ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების კოვიდ-პანდემიის საწინააღმდეგო პოლიტიკამ, რომელსაც ოპოზიციაც ემხრობოდა, ადამიანების წინააღმდეგ იმუშავა. მისივე თქმით, დღესაც იგივე გრძელდება შეცდომის არაღიარების თვალსაზრისით.
“მე მაქვს შეკითხვა, 25 ათასი ადამიანია დღეს ინფიცირებული, ჩვენ გვახსოვს როდესაც 5 ადამიანი იყო ინფიცირებული, აეროპორტიდან ხალხს ხსნიდით და მიგყავდათ აბასთუმანში. ეს ყველაფერი ხდებოდა ოპოზიციის ლოცვა კურთხევით. ცოლ-ქმრის წინ, მანქანაში ჯდომას კრძალავდით, გზებს რეცხავდით, ბოლოს მწვანე პასპორტები შემოიღეთ, ბიზნესების გაკოტრება, ათასნაირი შეზღუდვები. გრძნობთ თუ არა თავს დამნაშავედ ჩვენს წინაშე, იმ ხალხის წინაშე, რომელიც ამ ყველაფრის შედეგად ზარალდებოდა. კორონას წინააღმდეგ არაფერმა იმუშავა, მაგრამ ყველაფერმა იმუშავა ადამიანების წინააღმდეგ. ვისი პასუხისმგებლობაა ეს? ამას ვინც უჭერდა მხარს როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან, იღებს თუ არა რამენაირ პასუხისმგებლობას, თუნდაც პოლიტიკურს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თაგები:
იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია – ეს ადამიანები სხვადასხვა დროს ერთად იყვნენ, თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ და ახალს არაფერს აკეთებენ

იაგო ხვიჩია – ეს იმდენად უხერხული იყო, მე მგონი, თვითონ მიხვდნენ, რომ შარდის სიწმინდის დაცვაზე თავი დაენებებინათ, რაც კარგია

იაგო ხვიჩია – სხვისი ომის შედეგად მეგობრებს და პარტნიორებს რომ კარგავ და გზას ასცდები, არც ეს არის სახარბიელო საქმე