იაგო ხვიჩია – ელისაშვილის და ხაზარაძის გაერთიანება პრინციპულობის ან ბევრი ფულის ამბავია


ავტორი
Front News საქართველო
ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება პრინციპულობის ან ბევრი ფულის ამბავია, პრინციპულობისკენ ვიხრები, მაგრამ არსებობს ხალხი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ ყველაფერი დიდი ფულის გამო ხდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ერთმანეთი იმისთვის სჭირდებათ, რომ პარლამენტს მიღმა არ დარჩნენ.
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძეც ხვდება, რომ არჩევნებზე მხოლოდ ფულის იმედად წასვლა არ შეიძლება, ხალხიც საჭიროა.
“ორი ვარიანტია, ეს გაერთიანება არის პრინციპულობის ამბავი ან ბევრი ფულის. უფრო პრინციპულობისკენ ვიხრები, მაგრამ ხალხი არსებობს, ვისაც ეჭვი აქვს, რომ ეს ყველაფერი დიდი ფულის გამო ხდება. ელისაშვილმა გადაუხადა ხაზარაძეს დიდი ფული, უფრო ნაკლებად დასაჯერებელია. ერთმანეთი იმისთვის სჭირდებათ, რომ პარლამენტს მიღმა არ დარჩნენ. მგონი, ხაზარაძეც ხვდება, რომ არჩევნებზე მხოლოდ ფულის იმედად წასვლა არ შეიძლება, ხალხიც საჭიროა. ამიტომ, ცდილობს, რომ პოლიტიკურ ბაზარზე სხვადასხვა ადამიანი შეკრიბოს, რომლებსაც „ლელოში” შესვლაზე მარტივად დაითანხმებს. პოლიტიკურ კოალიციებს გადახედეთ, ვინ ვისთან არის დაწყვილებული, რაც მათ ერთმანეთის მიმართ შეურაცხყოფა აქვთ მიყენებული, ამასთან ერთი „მევახშის“ და „ხელს არ ჩამოგართმევ“, რა მოსატანია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თაგები:
იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია – საქართველოში მომუშავე ენჯეოებმა ბევრი გააფუჭეს ამ ქვეყანაში, ისინი მოძრაობდნენ ევროპული და დასავლური ღირებულებების სახელით და სინამდვილეში ამ ღირებულებების არ სჯეროდათ

იაგო ხვიჩია – მგონი, ამ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების ბედზე ბევრი ქართველი არ ღელავს

იაგო ხვიჩია – საკმაოდ პრობლემაა კადრები “ქართულ ოცნებაში“ და უწევთ ერთი და იმავე წრეზე ტრიალი